დამკვეთის სახელი: USAID
დამკვეთის საჭიროება: ომალოს დასახლებული პუნქტი არ არის ელექტროფიცირებული, რაც მოსახლეობისთვის სხვადასხა გამოწვევას წარმოშობს, მათ შორის პროდუქტების შენახვას. სწორედ, ამ პრობლემის მოგვარება გახლდათ სამაცივრე მეურნეობის პროექტის მიზანი და დანიშნულება.
აგებული სისტემა: პროექტი განხორციელდა სამი დაქირავებული კომპანიის მონაწილეობით: მაცივრის მომწოდებელი, გენერატორის მომწოდებელი და სოლარული პანლებისა და ელემენტების მომწოდებელი კომპანია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამაცივრე მეურნეობის ომალოში ტრანსპორტირება და მისი ადგილზე მონტაჟი. აღნიშნული მაცივარი დაკომპლექტებულია თანამედროვე აღჭურვილობით და წარმოადგენს ევროპის მოწინავე ქვეყნებში განხორციელებული პროექტის ანალოგს. მისი გამოყენება ხელს შეუწყობს რესურსების ეფექტურად მართვასა და რეალიზებას.