დამკვეთის სახელი: გარდაბნის თბოსადგური

დამკვეთის საჭიროება: გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური საქართველოს ელექტროსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და თანამედროვე საინჟინრო სისტემებისა და ნაგებობების რთულ კომპლექსს წარმოადგენს. თბოსადგურში არსებული 100 MVA სიმძლავრის ტრანსფორმატორი ტექნიკური გაუმართავობის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა დაკისრებულ ამოცანას, რაც სასწრაფო წესით საჭიროებდა გამოსწორებას, რამეთუ კომპლექსის გამართული ფუნქციონირება უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობაში.

აგებული სისტემა: ენსოლის გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით, უზრუნველყო არსებული ტრანსფორმატორის დემონტაჟი, შეფუთვა და სისტემის მწარმოებელთან გაგზავნა – სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად. მის ნაცვლად კი დაამონტაჟა 100 MVA სიმძლავრის ახალი, თანამედროვე ტრანსფორმატორი, გამართა საჭირო ფუნქციონარი, ჩაუტარა ტესტირება და შეიყვანა ექსპლუატაციაში. ენსოლის მიერ წარმატებით განხორციელებულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო თბოელექტროსადგურის სამუშაო პროცესების მდგრადობისა და უწყვეტობის შენარჩუნებას.