ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან, რათა მოგაწოდოთ პროდუქტები და გადაწყვეტები, რომელთა მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ელექტრომომარაგების დაუგეგმავი შეჩერება და დაიცვათ თქვენი ბიზნესი დანაკარგებისგან.
ჩვენს პორტფელში არსებული უწყვეტი კვების სისტემები 1 კილოვატიდან 2 მეგავატამდე სიმძლავრეებს მოიცავენ და მათზე დამყარებული გადაწყვეტები გათვლილია ფართო სპექტრის მომხმარებელზე – იქნება ეს კომერციული კომპანია, ინდუსტრიული საწარმო თუ სახელმწიფო სტრუქტურა.
უწყვეტი კვების სისტემები
Tecnoware არის იტალიური კომპანია, დაფუძნებული 1986 წელს, რომელიც სპეციალიზებულია უწყვეტი კვების სისტემებში (UPS), ძაბვის სტაბილიზატორებსა და ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებში. კომპანია აწვდის ინოვაციურ და სანდო პროდუქტებს როგორც მცირე ბიზნესებს, ისე ინდუსტრიულ სექტორებს. Tecnoware ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას, უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.

Line-Interactive UPS-ები

Online Double Conversion UPS-ები

Industrial და Rack-Mount UPS-ები
იტალიური მწარმოებლის Riello UPS-ის მრავალფეროვანი პროდუქცია აგებულია თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობებით. ამ ყველაფერს დამატებული მაღალკვალიფიციური პროფესიონალების თქვენზე მორგებული ოპერატიული სერვისი კი იძლევა გარანტიას, რომ თქვენი ბიზნესის კრიტიკული ინფრასტრუქტურა საიმედოდ იქნება დაცული.

ინდუსტრიული სისტემები

სერვერული ცენტრების სისტემები

ცენტრალური კვების სისტემები
უწყვეტი ელექტრომომარაგების კომპონენტები
დაცული ელექტრომომარაგების სისტემების ასაგებად მარტო უწყვეტი კვების სისტემები არაა საკმარისი და სხვა მრავალი კომპონენტის გამოყენებაც დაგჭირდებათ, ისეთების როგორებიცაა: SNMP ქსელის ბარათები, ავტომატური გადამრთველი მოწყობილობები, გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგის სისტემები, მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და სხვ.

ავტომატური გადამრთველები

ძაბვის რეგულატორები

ელემენტები და აკუმულატორები
კონტაქტი
ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე +995 (032) 225 2399, ან გთხოვთ ისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი ვებ-ფორმით და მოგვწეროთ თქვენთვის საინტერესო საკითხი. ასევე შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდისა და მისი მესინჯერის მეშვეობით, ანდაც გვესტუმროთ ოფისში, მისამართზე: თბილისი, ძოწის ქუჩა #1. ადვილად მოგნებაში კი ქვემოთმოყვანილი რუკა დაგეხმარებათ.