ჩვენ შესახებ

ენსოლი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ბაზარზე ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის სისტემების აგებასა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში. ჩვენი ენერგო და საინჟინრო ტექნოლოგიური გადაწყვეტებით სარგებლობენ საქართველოს წამყვანი ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ არამარტო მაღალი ხარისხის პროდუქციას, არამედ კომპეტენტურ ტექნიკურ მომსახურებას – სისტემების აგება, გამართვასა და ექსპლუატაციის პროცესში, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა:

  • ენერგო სისტემების აუდიტს ადგილზე

  • კონსულტაციას აპარატურის შერჩევისას

  • კანონმდებლობის შესაბამისი პროექტის მომზადებას

  • თქვენს ხელთ არსებული ენერგო სისტემების განახლებას

  • ინსტალაციას, გამართვას და ქსელის მოწყობას

  • ტექნიკის მიწოდებას

  • დიზელის გენერატორების ექსპლუატაციაში ჩაშვებას

  • დიაგნოსტიკა და გენერატორების მხარდაჭერის სერვისი

არტიკლები

ამ სექციაში მოცემულია ჩვენი განმარტებები და რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, რითაც ხშირად ინტერესდებიან ჩვენი კლიენტები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაინტერესებთ ჩვენი გამოცდილება თუ მოსაზრება ამა თუ იმ თემის მიმართულებით, შეგვეხმიანეთ და მაქსიმალურად შევეცდებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რათა სრულად იყოთ ინფორმირებული და მოახერხოთ თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება.

პროექტები

ყოველწლიურად EnSol-ის მიერ ხდება 100-მდე მცირე თუ დიდი ზომის პროექტის განხორციელება ჩვენი კლიენტებისთვის. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი მათგანის ბაზური აღწერა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაგაინტერესებთ დეტალური ინფორმაციის ჩვენი კომპანიის გამოცდილების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

კლიენტები

EnSol-ის ძირითადი კლიენტები წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კომერციულ კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებთან, რომელთა არასრული ჩამონათვალი მოცემულია ამ სექციაში.

პარტნიორები

ჩვენ ვენდორებს ფრთხილად ვეკიდებით და მხოლოდ მათ ვირჩევთ, ვინც ხარისხიან და საიმედო პროდუქციას აწარმოებს და გამოირჩევა პასუხისმგებლიანი საგარანტიო და შემდგომი მომსახურებით. ზოგი მათგანი მსოფლიო ლიდერია, ზოგი კი რეგიონალური მასშტაბის მოთამაშე, თუმცა უკლებლივ ყველას ახასიათებს ზრუნვა ხარისხისა და მომსახურების მუდმივ განვითარებაზე.

კონტაქტი

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე +995 (032) 225 2399, ან გთხოვთ ისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი ვებ-ფორმით და მოგვწეროთ თქვენთვის საინტერესო საკითხი. ასევე შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდისა და მისი მესინჯერის მეშვეობით, ანდაც გვესტუმროთ ოფისში, მისამართზე: თბილისი, მინდელის ქუჩა #3. ადვილად მოგნებაში კი ქვემოთმოყვანილი რუქა დაგეხმარებათ.