საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.

უკრაინაში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა

გენერატორების საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.