
ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა მიაწოდა და დაამონტაჟა 220KVA სიმძლავრის…
დამკვეთი: საქართველოს უნივერსიტეტი
საჭიროება: კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის შეუფერხებელი და პროდუქტიული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად, დამკვეთს ესაჭიროებოდა მაღალი ხარისხის დიზელ-გენერატორი, როგორც სარეზერვო ელექტროენერგიის წყარო.
აგებული სისტემა: ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა მიაწოდა და დაამონტაჟა 220KVA სიმძლავრის Teksan-ის დიზელ-გენერატორი ავტომატური სტარტით და ხმის დამხშობი კაბინით. კომპანია ენსოლის მიერ განხორციელებული პროექტი დაეხმარება საქართველოს უნივერსიტეტს ყოველდღიურ საქმიანობაში.