
დამკვეთი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
საჭიროება: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად დასჭირდა დიზელ გენერატორების და დენის მარეგულირებლების კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის უწყვეტობას ავტო გასამართ სადგურებზე.
აგებული სისტემა: ჩვენ შევქმენით ავტონომიური ელექტრო მომარაგების სისტემა, რომელიც მოიცავდა 127 გენერატორს 22 კვტ-დან 560 კვტ-მდე, ჯამში 7.5 მეგავატი სიმძლავრით. ჩვენი სისტემის საშუალებით კომპანიამ მოახერხა თავიდან აეცილებინა ფინანსური დანაკარგები, რომლებიც ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სამუშაო პროცესის შეფერხების გამო შეიძლება მიეღო.