დამკვეთი: სილქნეტი
საჭიროება: სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს სურდა ელექტროენერგიის ეფექტურად მიწოდების გზით მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა კომპანიის ეფექტიანობა და თავიდან აერიდებინა ის ფინანსური დანაკარგები რაც დენის გათიშვის შედეგად იყო მოსალოდნელი.
აგებული სისტემა: ენსოლის სპეციალისტებმა სპეციალურად სილქნეტისთვის შეიმუშავეს უნიკალური სისტემა, რომელიც გულისხმობდა ჯამურად 492 კვა სიმძლავრის 24 დიზელ გენერატორების მიწოდებას და დამონტაჟებას. საბოლოო ჯამში ეს სისტემა წარმატებით მუშაობს და საქართველოში წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია ახერხებს ელექტროენერგიის მაქსიმალურად ეფექტურად და უწყვეტად მიწოდებას.