დამკვეთი: საქართველოს რკინიგზა

საჭიროება: საქართველოს რკინიგზას ვაგონებში სამაცივრე განყოფილებისათვის ესაჭიროებოდა ძველი რუსული გენერატორების ჩანაცვლება უახლესი ბრიტანული პერკინსის ძრავის დიზელ გენერატორებით, მათი მთავარი ამოცანა იყო ტრანზიტი შავი ზღვიდან შუა აზიაში უწყვეტად წარმართულიყო. ვაგონების საშუალებით ხდებოდა სხვადასხვა პროდუქტების ტრანსპორტირება, შესაბამისად საქართველოს რკინიგზისთვის მნიშვნელოვანი იყო ელექტროენერგიის სწრაფი და უწყვეტი მიწოდება სამაცივრე კამერებისათვის.

აგებული სისტემა: ჩვენ, საუკეთესო სპეციალისტების დახმარებით, ავაგეთ უნიკალური თანამედროვე სისტემა, დავამონტაჟეთ 16 გენერატორი ჯამურად 1900 კვა სიმძლავრით, რისი საშუალებითაც დღეს საქართველოს რკინიგზა ახერხებს შეფერხების გარეშე გადაიტანოს სხვადასხვა სახის პროდუქტი ერთი წერტილიდან მეორეში.