დამკვეთი: სასტუმრო კათედრალი ინნ
საჭიროება: ოთხსართულიანი სასტუმროსთვის ალტერნატიული სარეზერვო ელექტრო ენერგიის მისაწოდებლად უნდა შეგვერჩია დიზელ-გენერატორი. დამკვეთისათვის მნიშვნელოვანი იყო მაქსიმალურად დაბალი ხმაურის დონე და დიზელ-გენერატორი უნდა ყოფილიყო კომპაქტური, რომ მისი განთავსება შესაძლებელი ყოფილიყო სასტუმროს სახურავზე.
აგებული სისტემა: ჩვენი ჯგუფი ადგილზე გაეცნო საჭიროებებს და შესაბამისად, დაიგეგმა 130კვა/100კვტ დიზელ-გენერატორის მოწოდება. დამკვეთმა ჩვენგან შეიძინა თურქული წარმოების ბრენდის TEKSAN-ის ტექნიკა DOOSAN-ის ძრავით. ჩვენს მიერ მიწოდებული დიზელ-გენერატორი დიდ დახმარებას გაუწევს დამკვეთს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც აუცილებელია სასტუმროს ტიპის შენობებისათვის.