დამკვეთი: ფრესკო
საჭიროება: სუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს ახალი ობიექტი განეკუთვნება მაღალკრიტიკულ კატეგორიას, რადგან მასში განთავსებულია სპეციალური სამაცივრე მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად. შესაბამისად, სუპერმარკეტის მთლიანი ელექტრო სისტემის ალტერნატიული კვებით მომარაგებისათვის აუცილებელი იყო პრემიუმ კლასის გენერატორი.
აგებული სისტემა: ჩვენი კომპანიის ავტორიზებულმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით, დაამონტაჟა Teksan-ის 505 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, ფრანგული ბრენდის Bauduin-ის დიზელის ძრავითა და ბრიტანული ბრენდის Crompton-ის ალტერნატორით. ამ სისტემის საშუალებით, ფრესკოს ქსელის ობიექტზე ამჯერადაც რეალიზდა ის ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამორიცხავს სამაცივრე მეურნეობაში შეფერხებებს ელექტრო მომარაგების მხრიდან, რითაც ფრესკო კიდევ უფრო ამყარებს თავის მაღალ სტანდარტებს, როგორც ერთერთი ლიდერი ბრენდი სასურსათო-საპროდუქტი რეალიზაციის ქსელებში.