წაყენებული მოთხოვნები ელექტრომომარაგების აგრეგატების მიმართ, შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად.
პირველი მოიცავს საერთო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ელექტრო აგრეგატი და ელექტროსადგური შიდა წვის ძრავებით, იმის მიუხედავად, თუ რა ტიპის ელექტროკვებით უზრუნველყოფს იგი (მთავარი, სარეზერვო ან საავარიო). ეს მოთხოვნები განისაზღვრება არსებული ნორმატიული დოკუმენტებით/სტანდარტებით, სახელმძღვანელო მასალებით და ა.შ. და განსაზღვრავენ მახასიათებლებს, რომლებსაც უნდა ფლობდეს, კერძოდ, სარეზერვო კვების ბლოკები. მათგან მთავარი არის შემდეგი:
- დანიშნულების მიხედვით – ნომინალური სიმძლავრე, ძაბვა, სიხშირე, სიმძლავრის კოეფიციენტი;
- ექსპლუატაციის პირობების განსაზღვრა – გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა, მტვრიანობა, ზღვის დონიდან სიმაღლე და ა.შ.
- გამძლეობა გარემო პირობებისადმი – ტრანსპორტირება საავტომობილო, სარკინიგზო და ტრანსპორტის სხვა საშუალებებით;
- კონსტრუქციები – პირველადი ძრავის გაგრილების მეთოდები, დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისგან;
- ელექტროენერგიის ხარისხი;
- შენახვის პირობები.
მეორე ჯგუფს განეკუთნება მოთხოვნები, რომლებიც ექსპლუატაციისას არის გასათვალისწინებელი, მათ რიცხვს მიეკუთნება:
- დიზელის ძრავის გაშვების დრო, ნომინალური სიჩქარის რეჟიმით დასაშვები დატვირთვა, არ უნდა აღემატებოდეს 10 წმ-ს (სიმძლავრით 100 კ.ვტ-მდე) და 20 წმ (სიმძლავრით 500 კ.ვტ-მდე).
ამ მოთხოვნის შესრულება, ამცირებს აკუმულატორის ელემენტისმიერ მოწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებლების დამუხტვის დროის მონაკვეთს და ამრიგად განსაზღვრავს საჭიროებას:
- ცხელი რეზერვის მდგომარეობაში ძრავის შენარჩუნებას, საპოხი ზეთისა და გამაგრილებელი საშუალების ტემპერატურის მკვეთრი (კრიტიკული) ცვლილების გარეშე. ამისთვის საჭიროა სპეციალური გამათბობლები, რომლებიც ინსტალირდება უშუალოდ დიზელ-გენერატორზე ან მისგარეთ.
- შენობის გათბობასან „თერმოსტარტის” გამოყენებას. „თერმოსტარტი” ირთვება გათბობის დროს, როდესაც ჰაერი საწვავად მიემართება, რაც გარემოს 20°С-მდე ტემპერატურაში მყოფი, ჩვეულებრივ დამონტაჟებული დიზელ-გენერატორის ავტომატურ დაქოქვას განაპირობებს.
- ძრავის მაქსიმალურ დასაშვებ (სასურველია ნომინალურ) ბრუნვის სიხშირეზე გაშვებას. აგრთვე აღვნიშნავთ, რომ დიზელის წინასწარი გათბობა, უშეცდომო დაქოქვის ალბათობას ზრდის.
- დატვირთვის სიმძლავრე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას აგრეგატზე დაუყოვნებლივ მას შემდეგ რაც მიაღწევს ნომინალურ სიჩქარეს. უნდა იყოს მაქსიმალური.
ეს მოთხოვნა გამოწვეულია მისწრაფებით, დატვირთვის პირველი წამიდან მაქსიმალურად გამოიყენოს ძრავის შესაძლებლობები. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა შემცირდეს მისი დაყენებული სიმძლავრე.
- დრო ბრძანების მიცემიდან აგრეგატის დაქოქვამდე ნომინალური დატვირთვის მიღებამდე უნდა იყოს მინიმალური. ამ მოთხოვნის შესრულება საშუალებას გაძლევთ არა მარტო შეამციროთ მომხმარებელი ნაწილების მიერ ელექტროენერგიით დამუხტვის დრო აკუმულატორული ელემენტიდან, ასევე ამცირებს მის ტევადობას და ღირებულებას.
- აგრეგატის საიმედო მუშაობა, დროის შეზღუდვის გარეშე მინიმალური ნომინალური დატვირთვისას არაუმეტეს 25-40% უნდა უზრუნველყოფდეს. ნაკლები დატვირთვისას არანაკლებ 1-2 საათის განმავლობაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი აგრეგატის მუშაობა, შემდგომი სავარაუდო ჩაწვით ან მის გარეშე.
ეს მოთხოვნები იხსნება იმით, რომ აგრეგატისადმი გამოყენებული დატვირთვა, როგორც წესი, არის გარდამავალი და შეიძლება შეიცვალოს ფართო სპექტრში. ამ მოთხოვნის შესრულება საშუალებას იძლევა უარი ვთქვათ ერთის მაგივრად რამდენიმე ნაკლებად მძლავრი აგრეგატის დამონტაჟებაზე, არსებითად გავამარტივოდ მართვის სისტემა და ამის ხარჯზე შევამციროთ აგრეგატის ღირებულება. რაც შეეხება წვას, ის ხორციელდება არანაკლებ 70-75% ნომინალური დატვირთვით, რომელიც ობიექტზე შესაძლოა არც იყოს და მოითხოვოს მომსახურე პერსონალის არსებობა, რაც აგრეთვე ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
დიზელის ძრავის დაბალი დატვირთვით მუშაობისას, ამ რეჟიმში გამონაბოლქვის დაბალი ტემპერატურის გამო, საპოხი ზეთი, რომელიც ხვდება წვის კამერაში და ნაწილობრივ გადადის კოლექტორში და გამოსაბოლქვ მილში ბოლომდე არ იწვება, არამედ ილექება ტურბოჩამტვირთველის ელემენტებზე, დგუშის თავზე, გამოსაბოლქვ სარქველზე, ხუფზე, კოლექტორის და გამოსაბოლქვი მილის კედლებზე, სადაც კოქსირდება. დიზელის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ამ რეჟიმზე ჩაწვის გარეშე, ეს კოქსირება იწვევს ტურბოჩამტვირთველის საქშენი აპარატის ნაწილის დაპატარავებას და შედეგად ძრავის ნორმალურ მუშაობას უშლის ხელს.
უფრო მეტიც, შემდგომი დაქოქვისას და საბოლავ მილში საწვავის მოხვედრისას, ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, რომელსაც ხშირად თანსდევს დიზელ-გენერატორის დაზიანება.
- დაქოქვის ჩავარდნების რაოდენობა ერთ გაშვებაზე არ უნდა აღემატებოდეს 0,001…0,002. ელექტროაგრეგატის სტარტერით უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ მოთხოვნის შესრულება ხორციელდება დაქოქვის სამი ცდით,ყოველი 8 წამის ხანგრძლივობით, მათ შორის10 წამიანი ინტერვალით, ამასთანავე შეკუმშული ჰაერით დაქოქვის შემთხვევაში მისი ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 8 წამისა, ერთ ცდაში. ცდების რაოდენობის გაზრდა შეკუმშული ჰაერით დაქოქვისას არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ დროს დიზელის ძრავის ცილინდრები ცივდება და ფერხდება ძრავის დაქოქვა.
ზემოთ თქმული ხსნის, თუ რატომ აღიჭურვება უმეტესი სარეზერვო აგრეგატები ელექტრონული დაქოქვის მოწყობილობით. პნევმატური დაქოქვის მოწყობილობები, როგორც წესი, მონტაჟდება მხოლოდ მაღალი სიმძლავრის აგრეგატებზე, სადაც მათი ძალის მომენტისთვის საჭირო ბრუნვის შექმნა ელექტროსტარტერით ძნელია.
საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ კონკრეტული მომხმარებლის აპარატურის დამახასიეთებელი თვისებებიდან გამომდინარე, მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არის გადამწყვეტი სარეზერვო აგრეგატის არჩევისას, იმ დროს როდესაც სხვათა შესრულება მხოლოდ სასურველია, ხოლო თავად მოთხოვნები შეიძლება გამარტივდეს.