დიზელ-გენერატორი წარმოადგენს მძლავრ ძრავს, რომელიც საწვავს გარდაქმნის ელექტროენერგიად. აღნიშნული ენერგია კი გამოყენებადია ყველგან :
- ძირითად წყაროდ – სადაც შეუძლებელია სტაციონალურ ქსელთან მიერთება. ასეთებია მოშორებული ობიექტები, სამხედრო, ტურისტული, სამთო-მომპოვებელი, სამშენებლო და სხვა ეგრედწოდებული off-grid ობიექტები;
- საავარიო წყაროდ – სადაც დაუშვებელია ელ.ენერგიის მიწოდების შეწყვეტა თუნდაც რამოდენიმე წუთით, მაგალითად – საავადმყოფოებში, მონაცემთა ცენტრებში, მაღალი დაცვის ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ-გასართობ ღონისძიებებზე და სხვა;
- ალტერნატიულ წყაროდ – სადაც ელ.ენერგიის გათიშვა კონკრეტულ ფინანსურ დანაკარგებს ნიშნავს, მაგალითად ავტოგასამართ სადგურებზე, სამშენებლო მოედნებზე, მცირე კომერციულ ობიექტებზე და ა.შ.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად გამოიყენება სხვასხვა დიაპაზონის სიმძლავრის გენერატორები, დაწყებული 5 KW-დან 3500 KW-მდე. აქვე გავეცნოთ გენერატორის მუშაობის პრინციპს.
შესაბამისად, დანადგარის მწარმოებელმა ან გამყიდველმა დაწვრილებით უნდა შეისწავლოს ობიექტის მოთხოვნილებები და შესთავაზოს კლიენტს მისაღები სიმძლავრისა და სხვა პარამეტრების გენერატორი.
როგორ მუშაობს დიზელ-გენერატორი
დიზელ-გენერატორი მუშაობს საწვავის შიდა წვის პრინციპით. შიგა წვის დროს იგი წარმოშობს გაზებს, რომლებიც ფართოვდება და მოძრაობაში მოყავს (ატრიალებს) მუხლუხა ლილვი, რის შედეგადაც წარნოიქმნება მექანიკური ენერგია. ამ ენერგიას მოძრაობაში მოყავს როტორის მექანიზმი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცვლადი დენის გამმომუშავებელ ელექტრომაგნიტურ ველზე. დენი თავს იყრის ხვიებში, რის შემდგომაც ნახულობს გამოსასვლელს მისი შემდგომი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. ამ სისტემაში გამოყენებულია მრავალი დეტალი, რომლებიც ფუნქციონირებენ და საშუალებას იძლევიან მივიღოთ სასურველი შედეგი ელექტროენერგიის სახით.
დიზელ-გენერატორი შედგება შემდეგი ძირითადი ელემენტებისაგან:
- ძრავი
- გაგრილების სისტემა
- საწვავის და ჰაერის მოწოდების სისტემები
- ალტერნატორი, იგივე ცვლადი დენის სპეციალიზირებული გენერატორი
ასევე, დანადგარის მნიშვნელოვანი კომპონენტია:
- მართვის
- კონტროლის
- მონიტორინგის კვანძები
რომელთა მეშვეობითაც, ხდება აგრეგატის ეფექტური და მიზანმიმართული გამოყენება.
ძარა და დამცავი პანელები, რომლებიც დამხმარე ელემნტებად მიიჩნევა:
- იცავენ აგრეგატს გარეგანი დეფორმაციისაგან
- უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას
- მინიმუმამდე დაჰყავთ ხმაურის დონე.
დიზელ-გენერატორის ძირითადი ტიპები
გამოყენებისდა შესაბამისად, დიზელ-გენერატორებს ყოფენ რამდენიმე ძირითად კატეგორიად:
- კლიმატური ზონის გათვალისწინებით, სადაც გამოიყენება გენერატორი, შესაძლებელია შეირჩეს მოდელებიდან:
- ტროპიკებისათვის
- ზღვის
- ჩრდილოეთის კლიმატური პირობებისათვის
- ასევე, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:
- სტაციონარული
- მოძრავი გენერატორების კონსტრუქციები
მოძრავი ტიპის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა მომსახურე ობიექტები მუდმივად იცვლიან ადგილსამყოფელს.
ძირითად ან სარეზერვო ენერგიის წყაროდ გამოყენების შემთხვევაში, გენერატორების მოდელები ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ენერგიის ძირითად წყაროდ გენერატორებს იყენებენ ადგილებში, სადაც არ არსებობს ელექტროგადამცემი ხაზები. სარეზერვო ელექტროენერგიის წყაროდ, გენერატორებს იყენებენ საგანმანათებლო, სამედიცინო, საბანკო დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებსა და სამრეწველო ობიექტებზე.
მოხმარების თავისებურებანი
ექსპლუატაციის პროცესში, დიზელ-გენერატორი საფრთხის შემცველია როგორც ადამიანებისათვის, ასევე, ობიექტებისათვის. ამიტომ აუცილებელია მათი რეგულარული ტექნიკური დათვალიერება და მომსახურება. იცოდეთ, რომ თავის დროზე არ აღმოჩენილი ხარვეზი, უარყოფითად იმოქმედებს დანადგარის გამართულობაზე. კრიტიკულ ვითარებაში, ელექტროენერგიის მოწოდების წყვეტის დროს, მან შეიძლება ვერ მოახერხოს ძირითადი დანიშნულების შესრულება ! ამიტომ, მნიშვნელოვანია ტექნიკურ სამსახურთან მიმართვა, რომელიც უზრუნველყოფს დანადგარის დროულ, პერიოდულ შემოწმებასა და სერვისულ მომსახურებას, მთელი საექსპლოატაციო პერიოდის განმავლობაში.