ალტერნატორი არის ელექტრო გენერატორი, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიად. ალტერნატორი შედგება სტატიკური და მოძრავი დეტალებისგან, რომლებიც ერთად არიან შეკრული კორპუსში. ეს დეტალები მუშაობენ ერთობლივად, იმისათვის რომ წარმოქმნან ფარდობითი მოძრაობა მაგნიტურ და ელექტრულ ველებს შორის, რაც თავის მხრივ წარმოშობს ელექტრო ენერგიას.
ალტერნატორი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
- სტატორი – ეს არის ალტერნატორის სტატიკური ნაწილი. იგი შედგება სპილენძის კოჭასგან, რომელიც როტორის მიერ წარმოქმნილ დენს ატარებს.
- როტორი – ეს არის ალტერნატორის მოძრავი ნაწილი, რომელიც შედგება ელექტრომაგნიტებისგან. მისი ბრუნვა აღძრავს ელექტროდენს სტატორში, რომელიც შეიძლება მოხდეს სამი სხვადასხვა გზით:
-
- ინდუქციის მეშვეობით – ასეთი ალტერნატორი ცნობილია როგორც „უჯაგრისო ალტერნატორები“. როგორც წესი, ასეთ ალტერნატორებს იყენებენ დიდ და მძლავრ გენერატორებში.
- მუდმივი მაგნიტებით – ამ ტიპის ალტერნატორებს შევხვდებით სუსტ და პატარა გენერატორებში.
- აღმგზნების გამოყენებით – აღმგზნები არის პირდაპირი პატარა დენის წყარო, რომელიც აღძრავს როტორს გამტარი სრიალა რგოლებისა და ჯაგრისების მეშვეობით.
როტორი წარმოქმნის მოძრავ მაგნიტურ ველს სტატორის გარშემო, რაც იწვევს ძაბვის სხვაობას სტატორის გრაგნილებს შორის და საბოლოოდ ვიღებთ ცვლად დენს (AC), რომელიც გამოდის გენერატორიდან.
დიზელ-გენერატორებში ალტერნატორის შეფასებისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:
- მეტალისა და პლასტმასის კორპუსი – მეტალის კორპუსი უზრუნველყოფს ალტერნატორის გამძლეობას, პლასტმასის კორპუსი კი დროთა განმალობაში დეფორმირდება, სტრუქტურა ირღვევა და შესაძლოა ალტერნატორის მოძრავი დეტალები გარეთ გამოიტანოს. ეს ზრდის ცვეთას და უფრო მეტიც, შესაძლოა საზიანო იყოს მომხარებლისათვის.
- ბურთულა და ნემსური საკისარი (ე.წ. პაჩებნიკი) – მიჩნეულია, რომ ბურთულა საკისარი უფრო დიდ ხანს ძლებს და უკეთესია, ვიდრე ნემსური.
- უჯაგრისო დიზაინი – ალტერნატორი, რომელიც არ იყენებს ჯაგრისებს, საჭიროებს უფრო ნაკლებ მოვლას და აწარმოებს უფრო სუფთა ენერგიას.