დამკვეთის სახელი: ტერაბანკი
დამკვეთის საჭიროება: ტერაბანკის მონაცემთა ცენტრში არსებული უწყვეტი კვების სისტემა ვეღარ ართმევდა თავს ბანკის კლიენტების გაზრდილ მოცულობებს და საჭიროებდა განახლებას როგორც სიმძლავრეების მიმართულებით, ასევე საიმედოობის კუთხით.
აგებული სისტემა: ენსოლის საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ვირსალაძის ქუჩაზე არსებულ ტერაბანკის ფილიალში დაამონტაჟა იტალიური ბრენდ Riello UPS-ის უმაღლესი ხარისხის მოდულური ტიპის უწყვეტი კვების წყარო. სისტემა 2×25 კილოვატიანი დანადგარითაა დაკომპლექტებული, რომელიც უზრუნველყოფს 15-წუთიან უწყვეტობას მაქსიმალურ დატვირთვაზე, შესაბამისი აკუმულატორებით. შემდგომ სიმძლავრე და მოლოდინის რეჟიმიც პროპორციულად შეიძლება გაიზარდოს 100 კილოვატამდე და 30 წუთამდე. ჩვენ ასევე მოვაწყვეთ ელ-ფარები 50-100 კილოვატი დატვირთვისთვის, შევცვალეთ სადენი დენის მთავარი წყაროდან ელ-ფარამდე უწყვეტი კვების წყაროს მაქსიმუმის შესაბამისად და დავნერგეთ მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დისტანციურ რეჟიმში იუპიესის კონტროლი და საჭირო ინფორმაციის მიღება.